• რეკლამა
  • კონტაქტი
17:13, ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა“ – სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო

ალია ავტორი - ალია
10:40 10-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კლინიკას, მისამართზე – ქ. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 83, არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და ექიმს შესაბამისი სერტიფიკატიც არ გააჩნია.

„კლინიკას იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა, რადგან მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის რეესტრში, აღნიშნულ მისამართზე აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით,  დარეგისტრირებული არ არის.

რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს სააგენტომ გამოავლინა, რომ აღნიშნული პირი ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას და საქმიანობდა გაყალბებული სერტიფიკატებით, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ასევე, საქმე  გადაეცა პროკურატურას“, – აღნიშნა ზაალ კაპანაძემ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ამ ეტაპზე გოგელიას კლინიკაში იმყოფებიან და საქმის დეტალებს ეცნობიან.  

ზაალ კაპანაძემ აღნიშნა,  რომ დღევანდელი კანონმდებლობით, აბულატორიული ტიპის საქმიანობის დაწყება ხდება სააგენტოში სავალდებულო შეტყობინებას განხორციელების ნიადაგზე, თუმცა უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ  მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ამბულატორიული კლინიკისთვის საქმიანობის დაწყების მექანიზმს ბევრად გაააუბჯობესებს და პაციენტებზე მეტად ორიენტირებულს გახდის.

„იმისათვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი ტიპის შემთხვევები, მნიშვნელოვანია, რომ ამბულატორიული დაწესებულების გახსნისთვის საჭირო იყოს სააგენტოს წინასწარი ნებართვა და სამედიცინო საქმიანობის დაწყების საფუძველი არ გახდეს მხოლოდ შეტყობინება.

აღნიშნული კანონი 2009 წელს არის მიღებული, განახლება ყველაფერს სჭირდება, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრომ და სააგენტომ მოამზადა პაკეტი, რომელიც გადაგზავნილია პარლამენტში და ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში იმსჯელებენ“ , – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით
ახალი ამბები

დაიბრუნე Black Friday-ზე უფრო მეტი – უფასო თიბისი ბარათით

15:00 11-19-2025
ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი
ახალი ამბები

ოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი

12:46 11-19-2025
ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

ახალი გვერდი მობაილბანკში – უფრო მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

15:53 11-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved