• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექიმი ნევროლოგი ზვიად აბულაძე ყველაზე გავრცელებულ ნევროლოგიურ პრობლემებსა და კოვიდპანდემიის გავლენაზე

ალია ავტორი - ალია
19:12 10-29-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,107

თანამედროვე სამყაროში ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, საკმაოდ გახშირდა ნევროლოგიური პრობლემები, პარალელურად გაჩნდენ კოვიდგადატანილი პაციენტები, რომლებსაც ვირუსის დამარცხების შემდეგ სხვადასხვა ნევროლოგიული ჩივილები აქვთ, რომელია დღეს ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური პრობლემები, რა კვალს ტოვებს კოვიდ 19- ის ვირუსი ჩვენს ნერვულ სისტემაზე და მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს ამ და დარგის ირგვლივ არსებულ ბევრ საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე, ცნობილმა და წარმატებულმა ნევროლოგმა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური სამსახურის უფროსმა, ზვიად აბულაძემ გვიპასუხა.

– ბატონო ზვიად, ნევროლოგია მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე რთული დარგია, ალბათ, თქვენგანაც განსაკუთრებულ ნერვულ გამძლეობას მოითხოვს.

– რა თქმა უნდა, ზოგადად სამედიცინო სფერო და მით უმეტეს ექიმობა არაა ადვილი.ის პროფესიაზე მეტია და მოითხოვს ამ საქმის უპირობო სიყვარულს, თავდადებას და ერთგულებას, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნები კარგი ექიმი. რაც შეეხება ნევროლოგიას, გეთანხმებით, ერთ-ერთი ურთულესი დარგია მედიცინის, რადგან ადამიანის თავის ტვინი წარმოადგენს ყველაზე რთულ ორგანოს, რამეთუ ის განსაზღვრავს ადამიანის შემეცნებას, აზროვნებას, ქცევას, ემოციას, მოტორიკას, მგრძნობელობას, სტატიკას. ჩვენ გვმართებს უმცირეს დეტალებზე ორიენტირება, გარდა ამისა გვიწევს მეტად სენსიტიური ჯგუფის პაციენტებთან ურთიერთობა, რაც ჩვენი მხრიდან მეტ მოთმინებას და გამძლეობას საჭიროებს.

– ხშირად რა ტიპის ნევროლოგიური პრობლემებით მოგმართავენ?

– ყველა ნევროლოგიური დაავადებები მრავალფეროვანია და ძალიან ბევრ დაავადებას აერთიანებს, ამიტომ მომართვის მიზეზებიც სხვადასხვაა. ნევროლოგიური დაავადებები შესაძლოა დავყოთ დაავადებებად, რომლებიც ურგენტულ, გადაუდებელ სატაციონარულ დახმარებას საჭიროებენ და გეგმიურ ამბულატორიულ ნევროლოგიად. ურგენტული პაციენტების მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღოვანი პათოლოგიებია, ესენია: თავის ტვინის ინფარქტი, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევა, გულყრების სერია, იშვითად ანთებითი პოლინეიროპათია, მიასთენია. პაციენტების ამბულატორიული მომართვის მიზეზებია: პირველადი და მეორადი თავის ტკივილის სხვადასხვა ფორმა, თავბრუსხევევა, კისრის, ზურგის, წელის ტკივილი, პერიფერიული ნეიროპათიები, რადიკულოპათიები, გვირაბული სინდრომები, ეპილეფსია, სხვადასხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადება, აზროვნებისა და მეხსიერების დაქვეითება, დემენციები, პარკინსონის დაავადება, ინსულტის და თავის ტვინის ტრავმის შედეგები, ძალიან მოიმატა და ხშირია შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ძილის დარღვევები.

– როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ნერვული პრობლემებისგან, მათი გართულებებისგან?

– ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებისგან და მათი გართულებისგან თავის არიდება. არის დაავადებები, რომელთა არიდებაც შესაძლებელია ექიმთან დროული ვიზიტით, მკურნალობითა და სწორი რეკომენდაციებით. ასეთ დაავადებას წარმოადგენს ინსულტი, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის  სიკვდილიანობის მიხედვით მესამე, ხოლო უნარშეზღუდულობის განვითარების მხრივ პირველ ადგილზეა. ინსულტის შედეგად განვითარებული მძიმე კოგნიტური და მოტორული უნარშეზღუდულობა, უდიდესი მორალურ-ფსიქოლოგიური და მატერიალური ტვირთია არამარტო პაციენტისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ამ დაავადების პრევენცია მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ფიზიკურ აქტივობას, წონაში დაკლებას, სიგარეტის აკრძალვას, არტერიული წნევის, ლიპიდური სპექტრის, შაქრის კონტროლს. სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგიების შემთხვევაში ანტიაგრეგანტული და ანტიკოაგულაციური მედიკამენტების რეგულარულ მიღებას. იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანს მწვავედ გამოეხატება მეტყველების გაძნელება, სახის ასიმეტრია, კიდურებში ძალის ან მგრძნობელობის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, აუცილებელია სტაციონარში დაუყოვნებელი მიმართვა, რადგან რაც უფრო ადრე იწყება ინსულტის მკურნალობა, მით მეტია შანსი მოსალოდნელი ინვალიდობის და სიცოცხლისათვის საშიში გართულებებისაგან თავის არიდების. არამარტო ინსულტი, არამედ ისეთი დაავადებაც კი, როგორიცაა თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი, საჭიროებს ექიმთან დროულ ვიზიტს, რადგან აღნიშნული ტკივილის შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლის არასწორი და ხანგრძლივი მიღება, იწვევს მედიკამენტების ჭარბი მოხმარებით განპირობებულ თავის ტკივილს. ვითარდება დაუსრულებელი ჯაჭვი, თავის ტკივილის გამო ვიღებთ მედიკამენტს, რომელიც თვითონ იწვევს თავის ტკივილს. ნებისმიერი ტკივილით მიმდინარე დაავადება, როგორიცაა კისრის, ზურგის, წელის ტკივილი საჭიროებენ ექიმთან დროულ ვიზიტს, რადგან ტკივილის გაქრონიკულების შემთხვევაში, საჭიროებენ ექიმისგან მეტ ძალისხმევას ტკივილის შესამცირებლად ან მოსახსნელად, ამავე დროს მუდმივი ტკივილი უარყოფითად აისახება პაცენტის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, იწვევს შფოთვას, დეპრესიას, ძილის დარღვევას. უამრავი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი, რომლითაც თავს დავიცავთ ნერვული დაავადების და მათი გართულებებისაგან ექიმთან დროული ვიზიტით.

– ნერვული დაავადებებსა და გენეტიკის კავშირზეც გვესაუბრეთ.

– მემკვიდრულ ფაქტორები ძალიან ბევრი დაავადების არსებობას განაპირობებს, მათ შორის მემკვიდრული ნევროლოგიური დაავადებები სიხშირით ერთ-ერთი პირველია. შესაძლოა მოვიყვანოთ უამრავი დაავადება, რომელიც მემკვიდრული ფაქტორებითაა განპირობებული და შესაბამისი გენის ცვლილებაც არის დადგენილი, მაგრამ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე შევჩერდები. თავის ტკივილის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმა – შაკიკი მემკვიდრული დაავადებაა. ორივე შაკიკის მქონე მშობლის შვილები 75% შემთხევაში შაკიკით არიან დაავადებული, ხოლო ერთ-ერთი მშობლის შემთხვევაში შვილებს რომ შაკიკი ჰქონდეთ 25%-ია. კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილის არსებობის შემთხვევაში უშუალოდ გენები ჯერ აღმოჩენილი არ არის, მაგრამ 5-20% შემთხვევაში მემკვიდრული წინასწარგანწყობა ნათელია.

მემკვიდრული ნეიროპათიების მრავალი სახის გამომწვევი გენი უკვე დადგენილია, ნეიროპათიები არის დაავადება, რომლებიც პერიფერიულ ნერვებს აზიანებს. ნეიროპათიების დროს შესაძლოა დაზიანდეს მხოლოდ მამოძრავებელი ნერვები ან მხოლოდ მგრძნობიარე, ან კიდევ მგრძნობიარე და მამოძრავებელი ნერვები ერთდროულად. მემკვიდრული ნეიროპათიები თანდათან პროგრესირებენ.  მემკვიდრული ნეიროპათიებია: შარკო-მარი-თუსის დაავადება, ფაბრის, რეფსუმის დაავადება. 

მემკვიდრულია ყველაზე ფართოდ გავრცელებული დუშენის და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიები. აღნიშნული დისტროფიები გამოწვეულია კუნთების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი გენების დეფექტით, რაც კუნთების სისუსტის განვითარებას განაპირობებს ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდიდან. ბეკერის და დუშენის კუნთოვანი დისტროფია ყოველთვის ვაჟებს შორის ვლინდება და მემკვიდრეობით დედისგან გადადის.

თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმებიც 10-15 % მემკვიდრულია, ამიტომ პაციენტს, რომელთაც აღმოაჩნდება თავის ტვინის სისხლძარვების ანევრიზმა რუბტურის შემთხვევაში ან მის გარეშე, შვილებს ვურჩევთ შესაბამისი კვლევის ჩატარებას, რომელიც ანევრიზმის არსებობას დაადასტურებს ან გამორიცხავს.

ეპილეფისიის ზოგიერთი ფორმა, მათ შორის კეთილთვისებიანი ნეონატალური გულყრები, ჩვილთა კეთილთვისებიანი მიოკლონური ეპილეფსია, ბავშვთა აბსანს ეპილეფსია, კითხვის ეპილეფსია, დადგენილია გენეტიკური წინასწარგანწყობა.

– როგორია კოვიდგადატანილი პაციენტების ნერვული მდგომარეობა?

-მწვავე კოვიდპაციენტებში ნევროლოგიური გამოვლინენები სხვადასხვა კვლევებით 22-35% ვლინდება. კოვიდპაციენტებში გვხვდება როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების გამოვლინებები, რაც სავარაუდოდ უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვირუსის ინვაზიას, ანთებით რეაქციას, იმუნურ დისრეგულაციას. ნევროლოგიური გართულებების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია და  მოიცავს: თავის, კუნთების ტკივილი, გემოვნებისა და ყნოსვის დაქვეითება, მწვავე ცერებროვასკულურ დაავადებები, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, გულყრები, მენინგოენცეფალიტი, პერიფერიულ ნეიროპათიები, მწვავე განივ მიელიტი, გიენ-ბარეს დაავადება, მიოპათიები, შფოთვით აშლილობა, ძილის დარღვევა. ეს სიმპტომები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სიხშირით ვლინდება რესპირატორული სიმპტომების გამოვლენიდან პირველ-მეორე კვირაში და სხვადასხვა ხანგრძლივობით გრძელდება. მძიმე გართულებებიდან მნიშვნელოვანია ცერებროვასკულური დაავადება, რომელიც მოიცავს თავის ტვინის ინფარქტს, ინტრაცერებრულ სისხლჩაქცევას, თავის ტვინის სისხლძარღვების ვენურ თრომბოზს. რაც უფრო მძიმე მიმდინარეობით ვლინდება კოვიდ ინფექცია, მით მაღალია ცერებროვასკულარული დაავადების გამოვლენის სიხშირე და სხვადასხვა კვლევებით 4%-ს აღწევს.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ ისეთი პაციენტები, ვინც გადაიტანა ვირუსი და ძირითადად რა ჩივილები აქვთ?

– კოვიდგადატანილი პაციენტების მომართვის მიზეზი მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად რის გამოც მოგვმართავენ არის: თავის ტკივილი, შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, ძილის დარღვევა, დეპრესიულობა, გემოვნებისა და ყნოსვის დაქვეითების გახანგრძლივება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება ე.წ. ,,დაბინდული გონების“ სინდრომი, ავადმყოფებს რომელთაც აქვთ ლაბილური ემოციური სისტემა ან ადრე ჰქონდა შფოთვითი აშლილობა, ძალიან მაღალი სიხშირით კოვიდის გადატანის შემდეგ ისევ ეწყებათ ფსიქო-ემოციური დარღვევები. პაციენტებს რომელთაც აქვთ შაკიკი ან დაძაბულობის თავის ტკივილი, როგორც ყოველი ინფექციის შემდეგ, უხშირდებათ და უძლიერდებათ თავის ტკივილი. კოვიდინფექციის გადატანიდან 1-2კვირაში იყო პირველად განვითარებული გენერალიზებული გულყრის შემთხვევები, რომლებიც თავის ტვინის ვენების თრომბოზით იყო განპირობებული.

– რამდენად ეფექტურია მათთან მკურნალობის სტანდარტული მეთოდები?

– კოვიდინფექცია თავისი მრავალი შტამით ჯერ სრულყოფილად შესწავლილი არ არის და რა თქმა უნდა, კოვიდთან დაკავშირებული ნევროლოგიური გართულებების განსაკუთრებული მკურნალობის მეთოდებიც ამ ეტაპზე შემუშავებული არ არის. ზოგი ნევროლოგიური სიმპტომი თანდათან კოვიდის დამთავრების შემდეგ სწორდება, მაგრამ ყოველთვის ძნელია თქმა რამდენ ხანს დარჩება ესა თუ ის სიმპტომი. რაც რჩება ვმუკურნალობთ სტანდარტული მეთოდებით და ხშირ შემთხვევაში წარმატებულად.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?
ახალი ამბები

როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?

14:36 07-30-2025
თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან
ახალი ამბები

თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან

14:13 07-30-2025
ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:18 07-30-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved