• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმებმა არ იციან რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი იზოლაციაში?” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:39 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.

– „შავ პარასკევს“ ვნახეთ უამრავი ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე მაღაზიებში, თუმცა, არ მინახავს არც ერთი დაჯარიმებული და არ ვიცი, რა აზრი აქვს იმ რეგულაციების შემოღებას, რომელი რეგულაციის აღსრულებასაც ვერ ახდენ… რამდენ ხანში მოვიმკით „შავი პარასკევის“ ეფექტს?

– დაახლოებით, 10 დღეში. მეხუთე-მეექვსე დღეს იწყება სიმპტომები, ერთ კვირაში ვიღაცა მძიმდება, ვიღაცა – არა და არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა გადავიყვანოთ კლინიკებში, დანარჩენების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, ან კოვიდსასტუმროში. 14 დღის პერიოდში არსებობს რისკი პაციენტის დამძიმების და სწორედ ამიტომ ჰყავთ პაციენტები 14 დღის მანძილზე კარანტინში და აკვირდებიან, მერე კი მათ უშვებენ და ისინი მიდიან და ხვდებიან მეგობრებს, ახლობლებს… იმას აღარავინ ეუბნება მათ, რომ ისინი კიდევ 10 დღე უნდა იყვნენ იზოლაციაში… ექიმებმა ეს არ იციან? არ იციან, რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი იზოლაციაში? ეს ადამიანები ხომ 14 დღის მერე მიდიან დღეობებზე, შეკრებებზე, ეხუტებიან ადამიანებს, გადადების საფრთხე, შესაძლოა ნაკლებია, მაგრამ ხომ არის? 200-დან 2 ადამიანიც რომ დააინფიცირონ, ის 2 არ გაავრცელებს?

– რატომ არ ამბობენ და კოლეგიალობაო, გვპასუხობენ…

– კოლეგიალობა კი არა, ხალხის ინტერესებია მთავარი. ჯანდაცვის სიტემის რეფორმაო და ერთადერთი რეფორმა გვჭირდება – ყველა უნდა გავუშვათ სახლში, ყველა, უკლებლივ. მაგრამ ისე არიან ჩახლართულნი, აფთიაქები, ჯანდაცვის სისტემა, შემომტანები, მიმწოდებლები, ერთს რომ მოკიდო ხელი, ყველა დაგესევა და ჩვენ ვხვდებით მაინც მათი მსხვერპლნი. აპროტესტებენ რაღაცებს ჯანდაცვის სისტემაში მაგრამ რას აპროტესტებენ, ჯანდაცვა არ გვაქვს, აფთიაქი არ გვაქვს და მაფიოზური კლანებით იმართება ეს სისტემა. მე არ მიყვარს რელიგიაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, ამ ხალხს ღმერთის არ სწამს… მდიდრები ბიზნესებს ლობირებენ და ვირუსს არ აინტერესებს ამასობაში მდიდარი და ღარიბი… ჰგონიათ მდიდარს არ შეხვდება? რატომ? საჭმელს ხომ ჭამს? ვიღაცა ხომ უმზადებს ამ საჭმელს? სახლს ხომ ვიღაცა ულაგებს და ა. შ.

– ხო, მაგრამ მდიდარი მოხვდება კლინიკაში და ღარიბი – ვერა…

– ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია…. ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრიობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რიმ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით? ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება… კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი ფხაკაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved