• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

EPP არჩევნების გაყალბებაში, ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელი პირების დასანქცირებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
13:59 10-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

„ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და პარლამენტთაშორის ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ან მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა, რადგან 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფუნდამენტურად არასწორი იყო – ნათქვამია “ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაში, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა ასამბლეამ ვილნიუსში დღეს დაამტკიცა.

„ევროპის სახალხო პარტია“ გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისა და რუსეთის ორბიტისკენ სწრაფვას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, ყველა რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულების შეჩერებას და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის დასრულებას“, – წერია დოკუმენტში.

პარტია მოითხოვს შესაბამისი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.

„პარტია მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს და მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ საერთაშორისო ინსტრუმენტები, მათ შორის ევროპის საბჭოს GRECO და Moneyval, რათა თვალყური ადევნონ საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელ გახმაურებულ საქმეებს; ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას გადასინჯული 2018/1806 რეგულაციის 8ა(1)(ჰ) მუხლის შესაბამისად და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ეს ინსტრუმენტები მიზანმიმართულად იქნას გამოყენებული პასუხისმგებელ თანამდებობზე მყოფი პირებისა და მათი ოჯახებისთვის“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

პარტია მოუწოდებს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს, ასევე არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაში პასუხისმგებელ პირებს.

„მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს საჯაროდ გამოცხადებული განზრახვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დემოკრატიული პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაადგინოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, იმუშავებენ პოლიტიკური ჩარევის გარეშე და არა სახელმწიფოს მიტაცების პირობებში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved