ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს საქართველოს პრეზიდენტს და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შეხვდნენ. ენმ-ს წევრებმა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე მიაწოდეს ინფორმაცია, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხატია დეკანოიძემ თქვა:
“პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საშუალება, რომ პარლამენტიდან სიტყვით მიემართა, საქართველოს მოსახლეობისათვის ეს მათ პირდაპირ დაასახელეს ეს ერთი მაგალითი. მეორე, რა თქმა უნდა, ის რომ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე ის რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება,ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, რომ ჰუმანიტარული დერეფნით ტრანსფერით მას უნდა მიეცეს რეაბილიტაციის საშუალება”.
კომენტარები