• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენმ” მზადაა ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნოს უფასო რეისებით” – გრიგოლ ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
20:11 04-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს:

„ერთ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზეს ევროპის იმ დედაქალაქებიდან, სადაც განსაკუთრებით დიდია საქართველოს მოქალაქეების კონცენტრაცია და სადაც საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, იყო საშუალება, უფასო რეისები განხორციელებულიყო რომიდან, ბერლინიდან, ბარსელონადან და ვარშავიდან. ამისთვის ავიაკომპანიაც მოძიებული იყო და შესაბამისი სახსრებიც. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ცივი და მტკიცე უარი მივიღეთ. დაიკარგა ძვირფასი დრო, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ზოგიერთ ადგილას, ჩვენს საელჩოებთან პოლიციის მობილიზებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ამ ადამიანების კანონიერი პროტესტი შეეწყვიტათ. გუშინწინ ერთი-ერთი ტელეარხის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება მიიღოს და ასეთი რეისები განახორციელოს. თავიდან მოგვიწია ყველა მოლაპარაკების ჩატარება და მინდა საზოგადოებას მოვახსენო ამ მოლაპარაკებების შედეგი.

ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება.

იმისთვის, რომ ამ რეისებზე უპირველეს ყოვლისა, ბავშვიანი ოჯახები მოხვდნენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში სამკურნალოდ იყვნენ ჩასული და განუკურნებელი სენი სჭირთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან და წყლის ფული არ აქვთ, ყოველგვარი სახსრებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი, ეს ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კეთდებოდა. შესანიშნავია, უფრო ნაკლები დრო დაიკარგება. ამიტომ, საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved