თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის კედელზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი ბანერი გააკრეს.
ფოტოს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს და წერს, რომ ამ კედელზე ყველა პოლიტპატიმრის ბანერი იყო გაკრული. “დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯერია” – წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი:
“ენმ ს ცენტრალური ოფისის კედელზე ერთმანეთის მონაცვლეობით იცვლება პოლიტპატიმრების ფოტოები.ასეთია ჩვენი პარტიის ბრძოლის გზა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯერია.
თავისუფლება მიშას!”, – აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე.
აქვე შეგახსენებთ, საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოსული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და უგონოდ ყოფნის შემთხვევაში ექიმებს აუკრძალა სამედიცინო ჩარევა.
კომენტარები