“ენმს ოფისზე ნიკა მელიას ბანერს ესროლეს!” – ინფორმაციას ენმ-ს წევრი, ნიკა ნოზაძე ფეიბუქით ავრცელებს.
ენმ-ს ოფისს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუხსნეს. შემთხვევის დროს, ოფისში იმყოფებოდნენ თანამშრომლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თეთრი „ტოიოტა ქამრის“ მანქანიდან ისროლეს და ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი აქვს.
ნიკა მელიას ბანერის დაზიანების გარდა, სროლის დროს ჩაიმტვრა ენმ-ს ოფისის მინაც. დაზიანებული მინის ფოტოს თეიმურაზ ნაზღაიძე ავრცელებს.

კომენტარები