• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, კვირა, 23 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგოეფექტურობის შესახებ EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანია იწყება

ალია ავტორი - ალია
18:30 04-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
765

 

EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე მომზადებული კომიქსების წიგნი მომზადდა. წიგნის სახელწოდებაა „ნათურა“ და განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. კომიქსების წიგნის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის ხერხების მნიშვნელობა და გააცნობიეროს ენერგიის დანაკარგების უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე.

 

კომიქსების წიგნი საჩუქრად გადაეცა ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ ესაუბრა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად გაჩეჩილაძე.

 

EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რომლის მთავარი თემაა ენერგოეფექტურობა, 2022 წლის 28 აპრილიდან 8 მაისამდე ჩატარდება და ბავშვებს გააცნობს ენერგოეფექტურობისადმი მიძღვნილი კომიქსების წიგნის  ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს,  ზაზუნა ოზის.

 

კომიქსების წიგნში ასახულია მარტივი ნაბიჯები და რჩევები ენერგიის ეფექტიანად გამოყენებისთვის. გამოუყენებელი მოწყობილობების გამორთვა, ტანსაცმლის გაშრობა ბუნებრივად და არა საშრობ დანადგარში, გათბობის ტემპერატურის შემცირება და სხვა – თავშესაქცევად არის გადმოცემული კომიქსების წიგნში  და ბავშვებს ენერგიის დაზოგვის ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

 

„ნათურა“ მოგვითხრობს ოთხი მეგობრის ამბავს, რომლებიც ძველ ჯიხურს პოულობენ ტყეში, სადაც ცხოველები ნებაყოფლობით ეხმარებიან პროფესორ სლეითს ენერგიის მიღების განსხვავებული მეთოდების მოძიებაში. ამით ისინი გარემოს საშინელი ზიანის მიყენებისგან იცავენ და დედამიწას კურნავენ. პროფესორი სლეითი ბავშვებს უჩვენებს იმ საშინელებებს, რაც შეიძლება პლანეტას და მის მოსახლეობას დაატყდეს თავს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ენერგიის ეფექტურად გამოყენებას არ დაიწყებენ. ბავშვები, რომლებიც გააერთიანა პლანეტის გადარჩენის იდეამ – რაც ენერგიის დანაკარგების თავიდან აცილებას და მათი პატარა ქალაქის მოსახლეობაში ენერგიის დაზოგვის ჩვევების სტიმულირებას გულისხმობს – თავიანთ საყვარელ შინაურ ცხოველებთან ერთად ერთი ქალაქის ცხოვრების გარდაქმნას ახერხებენ.

 

კომიქსების წიგნში ილუსტრირებული ენერგიის დაზოგვის რჩევების უკეთ გააზრებისა და განმტკიცების მიზნით, პროგრამა EU Neighbours East  იწყებს სოციალურ მედია-კამპანიას ზაზუნა ოზის მონაწილეობით. სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი კამპანიის ამოცანაა ამ კამპანიაში ბავშვების აქტიური მონაწილეობა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმების და სასკოლო ღონისძიებების საშუალებით.

კომიქსების წიგნი შეიქმნა პროგრამის EU4Energy II ფაზის ფარგლებში „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მყარი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების შექმნას ენერგეტიკისთვის, მხარი დაუჭიროს რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და მისი ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას. ეს პროგრამა, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე გრძელდება, გადაჭრის ახალ გამოწვევებს და გამოიყენებს ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპობრივი დანერგვა ბაზრის ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა სეგმენტში, და იმავდროულად ხელს შეუწყობს ხარჯების ასახვას ტარიფებში.

ინიციატივა EU4Energy დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მთლიანი ბიუჯეტია 8.5 მლნ ევრო; ინიციატივას ერთობლივად ახორციელებენ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო (EnCS).

ჩამოტვირთეთ წიგნი: https://www.ceer.eu/documents/104400/7506071/Light+Bulb+-+EU4Energy+-+Georgian.pdf/680e35fd-00c4-f347-d4ef-f9bba3bb961f

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved