• რეკლამა
  • კონტაქტი
13:25, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები

ალია ავტორი - ალია
11:29 03-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე – „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.

ტრენინგ-მოდული მოიცავს ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების მიმოხილვას, სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების – ჰიდრო, თბო, ქარისა და მზის  ოპერირების სპეციფიკას, ასევე ელექტრომექანიკურ, ქსელურ და დისპეტჩერიზაციის პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და ენერგოობიექტების მართვის ციფრულ სისტემებს.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის საკითხები, ტექნიკური მოთხოვნები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და მონაცემთა მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.

სემეკის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული ლექტორები – ენერგეტიკის სექტორში წარმატებული პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის, ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკური მიმართულებით ცოდნის მიღებით ან გაღრმავებით.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით. ტრენინგები დაიწყება 21 აპრილს და ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე. პროგრამა მოიცავს 13 შეხვედრას (ჯამში 26 საათი).

ტრენინგები გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისში, ა. მიცკევიჩის ქუჩა N27ბ-ში. კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს 800 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდს:  https://bit.ly/4bkEMYI

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved