• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი აეროპორტიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოყვა

ალია ავტორი - ალია
12:12 07-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
873

3-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქართველი აეროპორტიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე მძიმე ავარიაში მოყვა. ამის შესახებ სოფო გუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„3-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნება და გზად ავარია. დავიმტვრიე, მაგრამ მადლობა უფალს გადავრჩით ყველა. ყოველდღე უფალს შესთხოვეთ ჯანმრთელობა, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

დავიწყებ მოყოლას იმ მომენტიდან, როცა ჩემი გოგო ვნახე და გულში ჩავიკარი. სასწაული ემოცია იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი დიდი გოგო მყავდა. ტელეფონით დანახული სულ სხვანაირი იყო. ბედნიერი წამებით, წუთებით და საათებით ვტკბებოდით, როდესაც განსაცდელი დაგვატყდა თავს. უფლის წყალობით უვნებლები ამოვედით. ადამიანები ვერა, მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს და სწორედ ამიტომ გადავრჩით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოკითხვისთვის, ყურადღებისთვის, თანადგომისთვის.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ხალხი, ვისაც ჭირშიც ვახსოვარ და ლხინშიც. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ნესტანის, რომელიც 75 წლისაა, ისიც ჩემსავით ემიგრანტია. ატირებული მწერს და მეუბნება, რომ ხვალვე გამომიგზავნის თანხას, რათა თავს მივხედო.

გესმით, რას ნიშნავს ამ ასაკში ქალი წვალობს და ემეტება ჩემთვის, არც ისე ცოტა თანხაზეა საუბარი. მადლობა ნესტანი შენ ასეთი გვერდში დგომისთვის. მე არაფერი გამიჭირდება, უფალი ყოველთვის მეხმარება გამოსავლის მოძებნაში.

მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ერთი მესიჯიც კი მომწერეთ და ბოდიში, რომ ვერ გაგეცით ყველას პასუხი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენი კარგი ადამიანი მყავს გვერდით. უფალმა სულ სიკეთით გატაროთ და ბევრი შეგაძლებინოთ. ჩვენ ყველა უკეთ ვართ და ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მადლობა,“ – წერს ემიგრანტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved