საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის პროტოკოლს ხელი მოაწერა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მანამდე, საფრანგეთის პარლამენტმა აღნიშნული ორი ქვეყნის ალიანსში მიღების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, მაისში, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში განაცხადის შეტანის ოფიციალური პროცესი დაიწყეს. ფინეთისა და შვედეთის ალიანსის გაწევრიანებისთვის ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. რატიფიცირების პროცესი ალიანსის 30 ქვეყნიდან 20-ზე მეტმა განახორციელა.
კომენტარები