• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ემანუელ მაკრონი – დღეს უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი ან მშვიდობა

ალია ავტორი - ალია
10:52 09-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
218

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ, მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი ძირს უთხრის გაერო-ს პრინციპებს, ერთადერთ შესაძლო მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. ამის გათვალისწინებით, მაკრონმა განაცხადა, რომ ის ჩართული იყო და გააგრძელებს დიალოგს მოსკოვთან, „რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ვიპოვოთ მშვიდობა“.

მაკრონმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ.

„ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ. ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს არ არის არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რადგან ომის შემდეგ არსებობს მსოფლიოს გაყოფის რისკი. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გენერალური ასამბლეის წევრებსა და უშიშროების საბჭოს, რომ მხარი დაუჭირონ „ყველაზე ძვირფას საერთო სიკეთეს – მშვიდობას“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved