ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის “ფაიზერის” და “მოდერნას” ვაქცინების “ბუსტერ” დოზის გაკეთებას მხარი დაუჭირა.
სააგენტოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მეორე აცრიდან სულ მცირე 28 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.
ამასთან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, დაამტკიცებენ თუ არა მესამე დოზის გაკეთებას.
კომენტარები