ელისაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთეს და ისინიც შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს, რომელთაც ვაქცინის დოზა აქვს მიღებული.
94 წლის დედოფალსა და 99 წლის პრინცს ვაქცინა უინძორების სასახლის ექიმმა გაუკეთა – ამის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დედოფალმა გადაწყვიტა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკი Twitter-ზე ამბავს გამოეხმაურა.
”მოხარული ვარ, რომ მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა და ედინბურგის ჰერცოგმა მიიღეს COVID-19-ის ვაქცინა. ჩვენ ამ ვირუსს ვამარცხებთ”, – წერს მეთ ჰენკოკი.
დედოფალი და პრინცი ლოქდაუნის პერიოდში ლონდონში იქნებიან.
შეგახსენებთ, 5 იანვარს ინგლისში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარები