• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 21 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელექტრიკოსი ზის და ყავას სვამს, შენ იწყებ ყმუილს მის წინაშე იქვე და ის კი იცინის, კვდება სიცილით” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:30 07-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
610

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“ის ელექტრიკოსი ხომ გახსოვთ, ჩემს სახლში დენმა რომ ხია და სკამიდან რომ გადმოფრინდა, ფეხსაცმელების კარადაში რომ ჩაენარცხა, ვეღარ ინძრეოდა, მე მითხრა, მისია შენ თავზე უნდა აიღოო და მეც ავიღე. იქიდან მკარნახობდა, რა სად უნდა მიმეერთებინა, რა ფერი გადამეჭრა და სად მომეჭირა. ბოლოში 60 ლარი მინდაო და მივეცი. ფაქტობრივად, ფრენის დემონსტრირებაში გადავუხადე. ჰოდა, გუშინწინ ამას აღარ დავურეკე, სხვას დავურეკე და ამის ქვისლი აღმოჩნდა. ბედი არ გინდა. ოჯახური კლანი ჰქონიათ, გარეწრებს. უხ, თქვენი.

კაცი იყო პად დევიანოსტო. დილით რომ დავურეკე, უკვე გამოვდივარო და 4-ის ნახევარზე მოვიდა. შიგ რომ ჰქონდა, როგორ მივხვდი იცით, ხელსაწყოები არ მოიტანა. მაშინ პოლიტიკაზე ვიჭორაოთ, ანდა სახლს დაგათვალიერებინებ, გიდი ვიქნები-მეთქი, შევთავაზე. ახლავე მოვალო და იმ დღეს ვეღარ დაბრუნდა, მეორე დილით მოვიდა. სულ ეწეოდა. ნიკოტინის სუნით ყარდა, „აქ შეიძლება მოვწიო“ არა ის არ გინდა, იატაკზე აფერფლებდა. მოკლე ჩართვის გამო, ხანძრის საშიშროების წინაშე რომ არ ვმდგარიყავი, უკან გავუშვებდი და ლიფტში გავჭედავდი ერთი-ორი საათით.

სკამი დავუდგი და რამდენიც ავიდოდა და ჩამოვიდოდა, სულ ერთ ფრაზას მიმეორებდა: „ამას სხვა ხელს არ მოკიდებდაო“. იქამდე მიმიყვანა, რომ კინაღამ ვუთხარი: „მაგას თუ არა მაშინ აი ამას…“ ხომ გესმით?

მერე მითხრა ხლებნიკი დამრჩაო (ასე მომესმა, არ ვიცი, რას ნიშნავს). ანუ სულ ორ ფრაზას იმეორებდა: „ამას ხელს არავინ მოკიდებდა, ხლებნიკი დამრჩა“, „ამას ხელს არავინ მოკიდებდა, ხლებნიკი დამრჩა“.

გააკეთა, მაგრამ ბოლს მაინც უშვებდა. ანუ ვერ გააკეთა, მაგრამ მეუბნებოდა, გაკეთებულიაო. გაკეთებული ბოლს არ უნდა უშვებდეს-მეთქი, მივაწექი. მეც მიკვირს, გაკეთებული ბოლს რატომ უშვებსო. იქვე ძველებური, მძიმე ვაზა იდგა, იმ აფერისტ ქალს გადაურჩა, სახლში პიანინოს სანახავად რომ მოვიდა და ამ დროს, წინაპრების დატოვებული მელქიორის ნივთები რომ დამცინცლა. სხვა გზა არ იყო, ამ ქვისლისთვის ისევ ის უნდა მეთქვა: „მაგას რატომ მოკიდე ხელი, სჯობდა, აი ამისთვის…“ აქ ბოლი შეწყდა.

ყავა დამალევინეო, კარგი-მეთქი. ყავას სახლშიც დავლევდი, მაგრამ დრო მჭირდება, მაინტერესებს, ცეცხლი ისევ ხომ არ წაეკიდებაო. ყავის დალევისა და შენი წასვლის მერე რომ წაეკიდოს-მეთქი?- უკვე ვცოფდებოდი. მაშინ უძლური ვიქნებიო. ხანძრისა და ელექტრიკოსის უძლურების დროები ერთმანეთს ვერ მივუკავშირე, საფერფლე დავუდგი, მაგრამ ისევ იატაკზე აფერფლებდა.

სამი კოვზი ჩაყარა საშუალო ჭიქაში და მითხრა, დიაბეტი მჭირსო. ეგ იცი ხომ, რაც ჭიქაში ჩაყარე, რა არის-მეთქი?- ვკითხე. აქ ყურადღებით! აი, რა მიპასუხა მან, უფრო სწორედ კი მისმა ექიმმა.
ექიმმა მითხრა, დიაბეტი კი გაქვს, მაგრამ, რაც გინდა ის ჭამე, მთავარია, პური არ ჭამოო.
შაქარიც-მეთქი და ჰოო, მთავარია, პური არ ჭამოო. თან კოვზს ატრიალებდა გულმოდგინედ.

ან ეს ტყუოდა, ან ექიმსაც შიგ ჰქონდა.

ჰოდა, იცით, რისი თქმა მინდა: 50 წელზე მეტია, აი, ასეთ კოშმარებს ვაწყდები საქართველოში. იცით, როგორ ამომივიდა ყელში. გაუსაძლისია. სარტრს „გულისრევა“ რომ არ დაეწერა, მე დავწერდი. გინზბერგმა „ყმუილი“ დაწერა, თორემ მე ავყმუვლდებოდი. ანუ ელექტრიკოსი ხომ ზის და ყავას სვამს, შენ იწყებ ყმუილს მის წინაშე იქვე და ის კი იცინის, კვდება სიცილით.

საიდან გაჩნდნენ ეს სანტექნიკოსები, აფერისტი ტაქსისტები, განდილა მაყუჩმოხსნილი მოტოციკლისტები, ექიმები, რომლებსაც იქით ვასწავლი ლიპიდური ცვლის ფორმულას, ანდა ის ტიპები, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ბანკომატებში თითებს რომ ყოფენ, რამე ხომ არ არის დარჩენილი შიგნით? საიდან გაჩნდა ლისის ტბისკენ მიმავალი ბრბო? რატომ არის ყველა დიდ გულზე? რატომ შემოიყარნენ მაინც და მაინც ამ ჩვენს ქვეყანაში?

აბა, რამე კარგს თუ გავიხსენებ-მეთქი და გამახსენდა. იუსტიციის სახლი გამახსენდა. მართლა. შედიხარ კოხტად, რიგს იღებ, საქმეს აგვარებ, ორ წუთში გამოდიხარ.”

 

თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved