ელენე ხოშტარიასთან, რომელიც მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. ხოშტარიას მდგომარეობით, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდნენ.
დიმიტრი ხუნდაძე “დროას” მოშიმშილე ლიდერის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა საყურადღებოა.
„რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ვითარებაში, ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით და როგორც ექიმის, ჩემთვის ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება, კიდევ მოვინახულოთ”- განაცხადა ხუნდაძემ.
კომენტარები