• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა” – რას ჰყვება პრემერი?

ალია ავტორი - ალია
15:23 10-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

პრემიერმა გიორგი გახარიამ ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ლოკდაუნი, ანუ ახალი მკაცრი რეგულაციები და ქალაქების ჩაკეტვა არ იქნება, რადგან ახლა „სხვა მდგომარეობაში ვართ”.

ორშაბათს საქართველოში კორონავირუსის 1 186 შემთხვევა დადსტურდა. თბილისში ვირუსის ყველაზე მაღალი მაჩვნებელი დაფიქსირდა. მთავრობა ლოკდაუნს აღარ გამოაცხადებს, ამბობს პრემიერი, რადგან ამის უცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.

„პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდირებულად და ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე.

ეს იყო ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ფაქტობრივად ყოველ კვირაში გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. პირველი ტალღის დროს ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოკდაუნი” გამოვაცხადეთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყანაში იყო ამის დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად არ არსებობდა და იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი.

შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია.

შემთხვევების მატება რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის.

უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი დისციპლინის დაცვა – პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძვლები „ვაი პოლიტიკოსების” და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს. ეს ყველამ უნდა გავათვითცნობიეროთ.

ვერავინ ცალკე ვირუსზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს.

ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები”

თეგები: გიორგი გახარიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved