„ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ელდარ (ლუკა) კურტანიძე კვლავ ოჯახის ისტორიას ყვებოდა. მისი თქმით, მან ყოფილ ცოლზე ნამდვილად იძალადა, თუმცა ამის გაკეთება დაზარალებულმა ქალმა აიძულა. “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ ყოფილმა ცოლმა მას სახლ-კარი წაართვა და არ იცოდა რომ იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ნოემბერს ჩაინიშნა.














კომენტარები