• რეკლამა
  • კონტაქტი
08:37, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„, ეკლესიის მისია არ შეიძლება დაყვანილი იქნეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, იდეოლოგიისა თუ ძალაუფლების მხარდაჭერამდე“ – მეუფე ზენონი

ალია ავტორი - ალია
00:37 05-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს:

„პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ საზოგადოებრივი ნარატივის გავლენას განიცდის, დგას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღრმა სოციალური, კულტურული და სულიერი საფრთხეების წინაშე. პროპაგანდა განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როდესაც იგი საზოგადოებას აკარგვინებს კრიტიკული განსჯის უნარს და რეალობას მრავალხმიანი დიალოგის ნაცვლად ერთმნიშვნელოვანი „სიმართლის“ ფორმით წარმოაჩენს. ასეთ გარემოში სუსტდება თავისუფალი აზროვნება, იზრდება პოლარიზაცია, საზოგადოებრივი შიში და უნდობლობა, ხოლო ისტორია, კულტურა და ადამიანის ცნობიერება ხშირად იდეოლოგიური გავლენის ინსტრუმენტად იქცევა.
აკადემიური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, ეკლესიის მისია არ შეიძლება დაიყვანილი იქნეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, იდეოლოგიისა თუ ძალაუფლების მხარდაჭერამდე. მისი არსობრივი დანიშნულებაა ადამიანის ღირსების, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის დაცვა. სწორედ ამიტომ, პოლარიზებულ და პროპაგანდით დამძიმებულ გარემოში ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოებაში შეინარჩუნოს სამართლიანობისა და თავისუფალი განსჯის უნარი, დაიცვას ადამიანის შინაგანი თავისუფლება, ხელი შეუწყოს დიალოგსა და საზოგადოებრივ თანხმობას და შეახსენოს როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებასა და საკუთარ თავს,რომ არც ერთი ძალაუფლება არ დგას სამართლიანობაზე, კანონზე და ადამიანის ღირსებაზე მაღლა.
ქრისტიანული ხედვით, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის; იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. ეს არის უნარი, შეინარჩუნოს სინდისიერი განსჯა, განასხვავოს სამართლიანობა ძალმომრეობისგან და არ დაექვემდებაროს შიშსა და კოლექტიურ ზეწოლას. ამასთანავე, ეკლესია, როგორც ისტორიული და სულიერი მეხსიერების მატარებელი, ვალდებულია, არ დაუშვას, რომ ისტორია და ეროვნული მეხსიერება პოლიტიკური კონიუნქტურისა და იდეოლოგიური მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცეს.
სწორედ ამიტომ, ეკლესიის ისტორიული მისია განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქებში მდგომარეობს იმაში, რომ არ დაექვემდებაროს პოლიტიკური ძალის ლოგიკას; შეინარჩუნოს ჭეშმარიტების თქმის უნარი; დაიცვას ადამიანის თავისუფლება და ღირსება; და დარჩეს სულიერ და ეთიკურ გარემოდ, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ შესაძლებელია შეხვდეს არა პროპაგანდას, არამედ საკუთარ შინაგან თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას”
თეგები: მეუფე ზენონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved