პრემიერი გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ საუბრობს ბრიფინგის მიმდინარეობისას ეკლესიაზე:
“ეკლესია არ დაიხურება, ეს არ მოხდება, მით უმეტეს აღდგომის ღამეს.
არ უნდა დაელოდოს არავინ ეკლესიისგან მოწოდებას, რომ მრევლს უთხრან, არ მოხვიდეთ ტაძარში და ასევე არ უნდა დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, მიდი კანონი დაარღვიე და ჩვენ არ დაგაჯარიმეთ და არ დაისჯებით.
რა თქმა უნდა, არ დაგვჭირდებოდა კარანტინი და იდეალური იქნებოდა, ეკლესია რომ იყოს ღია და მოქალაქეები იცავდნენ კანონს.
მე მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოიჩენენ სიბრძნეს.
ბზობის დღეს შსს-ს და თავდაცვის სამინისტოს უნდა ემუშავა უფრო ეფექტურად, ამას ვაღიარებ და მოხდება ჯარიმების აღსრულების გამკაცრება. ვიმეორებ, ჯარიმები არ გამკაცრდება, გამკაცრდება აღსრულება.
კომენტარები