• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეხო-კავკაზა“ – დე ფაქტო აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

ალია ავტორი - ალია
12:32 12-08-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
778

დე ფაქტო აფხაზეთი იმ პროექტებს კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის დაფინანსებული პროექტები აიკრძალა და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იმ პროექტების განხორციელებას კრძალავს, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა.

ე.წ. საგარეო მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების საჭიროება ნაკარნახევია „გაუმჭვირვალე საქმიანობითა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმირების მცდელობით“.

არძინბა განმარტავს, რომ USAID-ს აფხაზეთში უნდა განეხორციელებინა პროექტი, რომლის ბიუჯეტი 8 მილიონ დოლარს შეადგენდა და ე.წ. სამინისტრომ ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, თუმცა ის „პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა.

„ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის”, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, „ბუნდოვანი მიზნები და ამოცანები“ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას – „სოციალური პირობების შექმნას აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის“, ასევე ეხება USAID-ის ოფიციალურ სტრატეგიას, აფხაზეთი ამ დოკუმენტში ითვლება „ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“, და ყველა ქმედება მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.

„აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები: USAID-ის რეგიონალური დირექტორი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ახალი პროექტები USAID-ის ნაწილობრივი ან სრული ფინანსური მხარდაჭერით აღარ იქნება სერტიფიცირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, იკრძალება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებაა. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაამტკიცებს ბუნდოვან და არაზუსტ ინფორმაციას, რომელიც სრულად არ ასახავს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს“, – განმარტავს არძინბა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved