• რეკლამა
  • კონტაქტი
06:06, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეხლა გამოვედი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან” – ხუროშვილი

ალია ავტორი - ალია
14:52 03-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,795

ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი, რომელი ამჯერად ცხოვრიბს ამერიკაში, წერს, რომ ამერიკაში ვიტიზით მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა:

“ეხლა გამოვედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან, სადაც მივედი ქართველი ემიგრანტების ერთი ნაწილის თხოვნით.

არ შევპარულვარ უკანა შესასვლელიდან და არც სხვისი საშვი გამომიყრნებია! პირდაპირ მივწერე პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ შეხვედრაზე მისვლა მინდოდა!

რამდენიმე წამი დასჭირდა პრეზიდენტუს პასუხს:
შეგიძლიათ მოხვიდეთ…..! რასაც ვაფასებ, რადგან ზუსტად იცოდა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომ მისი ამომრჩეველი არ ვარ და პირიქით, არაერთხელ მწვავედ გამიკრიტიკებია პრეზიდენტი, მათ შორის ღია წერილებში!……

ეს იყო პრეზიდენტის მიღება და ფორმატი არ ითვალისწინებდა საჯარო დისკუსიას, თუმცა პრეზიდენტი ცალ-ცალკე ყველა სტუმარს ესაუბრებოდა! მათ შორის მეც საკამოდ დიდი დრო დამითმო!

ემიგრანტების გზავნილი, რაც პრეზიდენტს გადავეცი:

*თქვენ, როგორც პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, იმედის თვალით შემოგყურებთ ყველა საქართველოს მოქალაქე, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს ევროპული მომავალი!
მიუხედავად თქვენდამი განსხვავებული პოლიტიკური განწყობებისა ყველანი ველოდებით თქვენს ბრიფინგს, სადაც გამოცხადებთ ისტორიულ გადაწყვეტილებას!

*თქვენ უნდა დადგეთ პირად წყენაზე მაღლა, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები და შეიწყალოთ პოლიტპატიმრები. მისცეთ სააკაშვილს სიცოცხლის უფლება და გაანთავისუფლოთ ნიკა გვარამია!

მხოლოდ ამ ნაბიჯებით მიეცემა თქვენს სიტყვას ფასი, და ხელს შეუწყობთ საქართველოს ევროპულ ორბიტაზე დაბრუნებას!

* ნუ შეგეშინდებათ პრო-რუსულ ძალებთან მარტო დარჩენის! დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ქართველი ხალხი დაგიცავთ! მათ შორის თქვენს გვერდით ვიქნებით, ისინიც, ვინც წლების განმავლობაში კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით თქვენი პრეზიდენტობის!….

პრეზიდენტის პასუხები:

* ვარ და ვრჩები ევროპულ ლიდერად და პირობას ვდებ, რომ ამ გზას არ გადავუხვევ!

* ასევე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში სუბიექტივიზმის და პირადი შურისძიების ნიშანწყალს ვერ ნახავთ!

* მე ამერიკაში ვარ იმისთვის, რომ თბილისის აეროპორტში მალე თვითმფრინავები ჩამოფრინდნენ ნიუ-იორკიდან და არა მოსკოვიდან!

* შეხვედრის ფორმატი არ მაძლევს საშუალებას უფრო მეტ ადამიანს პირისპირ შევხვდე, თუმცა მე გპირდებით რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ!

პრეზიდენტმა, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა ორმაგი მოქალაქეობის საკითხებზე და პირდაპირ მიანიშნა, რომ ბევრი ადამიანის მოქალაქეობას სუსი ბლოკავს და პრეზიდენტს არ აქვს ბერკეტი, ერთპიროვნული გადაწყვეტილება რომ მიიღოს!

ამით პრეზიდენტმა ირიბად დაადასტურა საქართველოს მთავრობის შერჩევითი პოლიტიკა, ორმაგი მოქალაქეობის საკითხებში! არჩევნებში მონაწილეობის უფლება ვის მისცეს წყვეტავს სუსი!

გამოვედი შეხვედრიდან, მაინც დამძიმებული აურით. 50 მდე ადამიანში, 3-5 ნაცნობი ვნახე, გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა! ბევრი სტუმრის მზერაში “ქოციანობა” ამოვიკითხე “ამას აქ რა უნდა?!”

პრეზიდენტს კონკრეტული გეგმების და შემდგომი ნაბიჯების შესახებ არაფერი უთქვამს!..
გარეთ ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ, ძალიან კარგი ადამიანები, პრეზიდენტისათის მათაც ბევრი რამე ჰქონდათ სათქმელი!…….

უსაფრთხების სამსახურის ოფიცერი მეუბნება: აქედან არ გახვიდეო!
პრობლემა არ არის მეთქი. 5 ჯერ გამიმეორა, თქვენი უსაფრთხოებისთვის გეუბნებით!- არ გახვიდეთო!

გაოცებულმა შემომხედა, როცა ვუთხარი, ეგენიც ქართველები არიან, შეხედე მათ დროშას, ზემოთაც საქართველოს პრეზიდენტია, მე მას შევხვდი…
ჩვენი ყველას საფრთხე, თქვენი ჩათვლით პუტინია და შენ ქართველების არასდროს შეგეშინდეს მეთქი.

გარეთ რომ გავედი მიყურებდა: გაოცებული!… ვერაფერი გაიგო ვისგან ვის იცავდა!….(“

თეგები: გია ხუროშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved