„Pfizer-ი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა, თუმცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აღნიშნავენ, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია. მათი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციაზე უარის თქმა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ის ღრმა კვლევა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის მიზეზი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენი მოქალაქეების ნდობა ასევე Astrazeneca-ს მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაცია აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა მინისტრმა.














კომენტარები