ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე საჯაროდ აიცრება.
„რა თქმა უნდა, მე ვაპირებ აცრის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით. გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავიცრებოდი ჩინური ვაქცინით, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი მითი არსებობს. დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, რადგან ის, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი მოსახლეობის ვაქცინის სანდოობაში დასარწმუნებლად. იმაზე, თუ რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს ნახოს საჯაროდ, მათ შორის, როგორ ვიცრებით AstraZeneca-ს ვაქცინით“, – აღნიშნა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.














კომენტარები