• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეკა კვესიტაძემ, როგორც ყოველთვის, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა, მე ეს არ მითქვამს”

ალია ავტორი - ალია
01:14 02-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ვანო მერაბიშვილის პირველ ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც ,,მთვარაზე” ეკა კვესიტაძეს მიჰყავდა. ინტერვიუს მსვლელობისას კვესიტაძემ მერაბიშვილს ჰკითხა, ეწყინა თუ არა, როდესაც სააკაშვილმა მასზე თქვა, რომ მერაბიშვილის შეცდომების გამო დაკარგეს ხელისუფლება:

,,მე ახლა ვუყურე ვანო მერაბიშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს.. ეკა კვესიტაძემ, როგორც ყოველთვის, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომა. მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომა და ეს მართლაც ასეა.. ვინც არაფერს არ აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს.. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, უფრო უშეცდომოები, თუმცა უშეცდომო არავინაა..

მაგრამ რა იყო ვანოს საუბარში მთავარი..
რომ იძახიან, რომ.. აი, ენა არ აქვს ისე მომართული..
უკაცრავად, მაგრამ მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში.. იმიტომ, რომ სამარტოო საკანი არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით… ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ეს ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, ის არ შეეგუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავისი პოზიციიდან.
ის ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე და ერთადერთი, დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს.. და რა თქმა უნდა სააკაშვილმა, ალბათ.. რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში..
მან დასცინა და პრაქტიკულად, სახეში შეაფურთხა ამათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს ციხეში..

ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენი ხანი აწამებდნენ მას..
ერთი რამ, რაც უნდა ითქვას:
ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების.. ახლა არის შერიგების დრო. ახლა არის თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან – ამ პარტიაში წახვალ თუ იმ პარტიაში.. რა მნიშვნელობა აქვს?.. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო.

პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის.. და არც არასდროს არ უნდა იყოს ეს საქართველოში, იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ ქონდრისკაც ივანიშვილს.
ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობას გავუხსნათ გზა. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე ამოვიყვანოთ ამ ტალახიდან და ჭაობიდან.

შეუძლებელია ერთ წრეზე ტრიალი.
ჩვენ უნდა ვიყურებოდეთ მომავალში და დავანებოთ წარსულზე კამათს საერთოდ თავი.
ყველაფერი კარგად იქნება!
საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და დანარჩენები, აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება!
საქართველო აუცილებლად წავა წინ!
ესაა მთავარი”

თეგები: ვანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved