• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. ქურდული წესებით საქმის გარჩევა და სადაო 130 000

ალია ავტორი - ალია
14:26 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – ქურდულ სამყაროსთან წევრობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი წარედგინათ. არცერთი პირი ბრალს არ აღიარებს.

ყველას სამშენებლო ბიზნესში პარტნიორებს შორის დაწყებული დავის – ე.წ. ქურდული წესებით გარჩევას ედავებიან. იდენტიფიციებულია იმ ე.წ. კრმინალური ავტორირებების ვიანაობაც, ვინც დავა ქუჩური წესებით გადაწყვიტა. ერთ-ერთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი და “ქართული ოცნების” ახლო გარემოცვის წევრი ნოდარ შუკაკიძე იგივე “ნოდო გლდანსკია”, შავი სამყაროს წარმომადგენელი, რომელიც არჩევნების დროს “ოცნების” ერთ-ერთი საყრდენია და რომლის სახელსაც გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერშიც ახსენებენ.

მეორე “კრიმინალური ავტორიტეტი” ნიკა გითოლენდიააა. სწორედ შავი სამყარო ეს ორი წარმომადგენელი კურირებდა საქმეს სკაიპის მეშვეობით.

გამოძიებამ პასუხისგებაში მისცა 8 პირი, თუმცა თავად “კანონიერი ქურდებით” არ დაინტერსებულა, ბრალი არ წარუდგენიათ ნოდარ შუკაკიძისთვის, რომლის სახელი და გვარი გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას უკავშირდება.

კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს უარყოფს ერთ-ერთი დაკავებული ბაძაღუა, რომელიც, ადვოკატის თქმით, დაზარალებულთან მუშაობდა კომპანიაში.

“ბაძაღუა მუშაობდა კომპანიაში დაზარალებულთან. ნოდარ შუკაკიძესთან კი არა არცერთ ქურდთან კავშირი არ ჰქონია. კრეფსები გვაქვს გადმოცემული და არსად არ არის, რომ ჩაერია”- ამბობს ადვოკატი.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ერთ-ერთ დაკავებულს შორის, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე ფინანსური დავა წარმოიშვა. სადაო თანხა შეადგენდა 130 000 ლარს.

თავის მხრივ, დაკავებულმა თ.ჩ.-მ, დასახმარებლად ასევე, კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, საქმის კურსში ჩააყენეს „კანონიერი ქურდები“ – ნიკა გითოლენდია და ნოდარ შუკაკიძე. ამის შემდგომ „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.” აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved