• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში უნდა გაკეთდეს დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
16:05 08-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,256

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

,,თუ რამე უნდა გაკეთდეს დღეს საჯარო სივრცეში და ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებში, ეს არის დებატები ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის.
ეს მხოლოდ ოპოზიციას კი არა, პირველ რიგში საზოგადოებას სჭირდება. პოლიტიკოსი მაშინ ჩანს სინამდვილეში, როდესაც მის წინ ჟურნალისტი კი არა, სხვა პოლიტიკოსი ზის — თავისი არგუმენტებით, კითხვებითა და განსხვავებული ხედვით.
მინიმუმ, ასეთი დებატები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ნარცისის ნიღაბს ჩამოხსნის — საკუთარ სიბრძნეებს ცალ კარში რომ ურახუნებენ და მერე თვითონვე რჩებიან საკუთარი გენიალურობით აღფრთოვანებულები.
თან გაზრდის კიდეც მათ. პოლიტიკოსი კამათში იზრდება — როდესაც პასუხის გაცემა უწევს და არა საკუთარი მონოლოგით ტკბობა.
და იქნებ ვიღაც ბოლოს იმასაც მიხვდეს — მეტი არაა ჩემი მტერი — ჩაყვინთოს და გაეცალოს პოლიტიკას.
ეს სჭირდება ამომრჩეველსაც — კამათში მიღებული ინფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ცალმხრივი მონოლოგებით მიღებული წარმოდგენა პოლიტიკოსზე.
თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ქართულ პოლიტიკასაც სჭირდება — სადაც თემაც ძალაუნებურად შეიქმნება ამ დებატების საფუძველზე. პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ პარტიულ ოფისებში დაწერილი მესიჯებით კი აღარ ჩამოყალიბდება; თემები კამათიდან, განსხვავებული პოზიციების შეჯახებიდან და იქ გაჩენილი კითხვებიდანაც წამოვა.
და ეს ყველაფერი უკვე მნიშვნელოვანი შედეგია.
კიდევ ერთი: აქეთ მხარეს არბიტრებადაც და კითხვების დამსმელებადაც ცოტა გონიერ ადამიანებს დავსვამდი. ისეთებს, სასურველ რესპონდენტთან სასურველ კითხვებს წინასწარ რომ არ შეათანხმებენ. იმიტომ, რომ თუ დებატიც წინასწარ შეთანხმებული კომფორტის ზონად ვაქციეთ, ისევ იმავე ცალ კარში თამაშს მივიღებთ — უბრალოდ ამჯერად ორი კაცი იდგება მოედანზე.“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved