• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება – სმპკ

ალია ავტორი - ალია
18:27 11-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირისა და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერს, რომ არალეგიტიმური მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება და რომლისკენაც მიილტვის ქართული საზოგადოება.

ასევე განცხადებაში, სმპკ პროტესტში მონაწილე ყველა მოქალაქეს სოლიდარობას უცხადებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ბ-ი ირაკლი კობახიძის გამოსვლას, რომელშიც მან ფაქტობრივად იანუკოვიჩის სიტყვები გაიმეორა და, ასე ვთქვათ, რუსულ წისქვილს დაასხა წყალი.

ჩვენ აღარ გავიმეორებთ და არ შეგახსენებთ კონსტიტუციის მუხლებს, არც იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ პარლამენტში სხდომის კრების ჩატარება უკანონობაა მაშინ, როდესაც პრეზიდენტს და ოპოზიციურ პარტიებს სარჩელი აქვთ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ჩვენს ტკივილს გაგიზიარებთ:

სმპკ ახალგაზრდა ორგანიზაციაა, 11 დეკემბერს ხდება ერთი წლის, მაგრამ ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი მოვასწარით: გავაკეთეთ არაერთი სოლიდარობის კონცერტი, დავსვით მუსიკალური აქცენტები რეგიონებში და დედაქალაქში, არაერთ პრობლემაზე გავამახვილებინეთ საზოგადოებას ყურადღება და, რაც ძალიან გვახარებს, გავხდით მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ გაითვალისწინონ პროფკავშირები და ამიტომ, როგორც ერთადერთ ამ სახის ორგანიზაციას გვქონდა იმედი, რომ მსოფლიო ფედერაციის დახმარებით მივხედავდით საქართველოში მუსიკალურ კანონმდებლობას, ვიზრუნებდით მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების შრომით უფლებებზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე, თუმცა ის, რასაც დღეს აკეთებს საქართველოს ე.წ. მთავრობა ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რაც თავისუფალ, თანასწორ და მართალ საზოგადოებას ეკადრება და რომლისკენაც მიილტვის ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი!

ხშირად “ხელისუფლებს” ავიწყდებათ, რომ ქვეყნის პატრონი ხალხია და ხალხი წყვეტს რა კურსით უნდა იაროს ყოველი ჩვენთაგანის საერთო სახლმა, სადაც ჩვენ ერთმანეთის ოჯახის წევრები ვართ!

მუსიკალური სფერო არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი!

არჩევანის გაკეთება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი!

სმპკ სოლიდარობას უცხადებს პროტესტში მონაწილე ყველა მოქალაქეს, დღეს მუსიკა თქვენთვის ჟღერს!” – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved