• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი – რა წერია ახალ კვლევაში და რას უყვება “ალიას” გიორგი ფხაკაძე?

ალია ავტორი - ალია
05:31 12-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

კორონავირუსულ დაავადებაში, (COVID-19) ჩნდება სიმპტომების ხანგრძლივი ეფექტები ტერმინით “ხანგრძლივი კოვიდი” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევის შედეგები 8 დეკემბერს გახდა ცნობილი.

კვლევის მიხედვით, ინფიცირებიდან დაახლოებით, 45 დღის შემდეგაც კი, სიმპტომები აღენიშნებათ.

10 დღის შემდეგ, კორონავირუსით დაავადებულთა მეთვალყურეობა წყდებოდა, თუ პაციენტები უარს განაცხადებდნენ ექიმთან შემდგომ კომუნიკაციაზე და მხოლოდ იმ პაციენტებს კი ურეკავდნენ ყოველ 24 საათში, ვისაც კლინიკური სიმპტომები უარესდებოდათ.

ბოლო ეტაპზე, ყველა პაციენტს უკავშირდებოდნენ დიაგნოზირებიდან 30-45 დღის შემდეგ. საბოლოო ჯამში, 703 მონაწილისგან, 669 ამბულატორიული პაციენტი შევიდა კვლევაში.

ვირუსის საწყის ეტაპზე ხშირი იყო ხველა და გემოს და/ან სუნის დაკარგვა. დიაგნოზირებიდან 30-45 დღის განმავლობაში (საშუალოდ, 43 დღე) თავდაპირველად 669 პაციენტიდან 32%-მა მაინც აღნიშნა ერთი ან მეტი სიმპტომის არსებობა: დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს ან სუნის დაკარგვა. ეს იყო ის ძირითადი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც პაციენტების ნაწილში დარჩა 45 დღემდე. მათი საშუალო ასაკია 41 წელი (SD, 14,8). მათი 58% ქალი იყო, 25,9% ჯანდაცვის მუშაკი.

Covid-19  შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება. ჩვენი კვლევა აჩვენებს სიმპტომების მუდმივობას შემთხვევათა მესამედში” – ნათქვამია სტატიაში. 

“ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, საუბრობდა ე.წ. გრძელ კოვიდზე “ალიასთან” ვრცლად:

“ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია…. ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით? ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება… კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?”

თეგები: გიორგი ფხაკაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved