• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა მწუხარება მოგვიტანა” – ოკუპირებული ცხინვალი შიო III-ს პასუხობს

ალია ავტორი - ალია
21:14 10-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის განცხადება „ძმური სიყვარულის“ შესახებ მიუღებლად მიიჩნია.

“სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან “გაერთიანების“ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში” – ასე შეაფასა ე.წ. საგარეომ პატრიარქ შიო III-ის განცხადება, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაკეთდა.

“სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე მსგავსი „კეთილი ზრახვები“ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობის, კერძოდ, პატრიარქ შიო III-ის უახლეს განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა საქართველოში ქრისტიანობის მიღების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
განცხადებები “უძველესი ისტორიული მიწების“ შესახებ და ასევე სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან “გაერთიანების“ მოწოდებები, რწმენისა და ძმობის ნაცნობი საფარით, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალ, რელიგიურ შეფუთვაში. ცნებების ჩანაცვლება და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ შეცვლის.

სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, პოლიტიკოსების მსგავსად, კვლავაც იყენებენ შეუსაბამო ტერმინოლოგიას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოხსენიებისას და მას დამამცირებელი ტერმინით, „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ. ამავდროულად, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის დასკვნით დოკუმენტებზე, რომლებშიც სამხრეთ ოსეთი თავისი ნამდვილი სახელითაა წარმოდგენილი, უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსების ხელმოწერებია.

ე.წ. საქართველოს უძველესი ისტორიული მიწების შესახებ თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და უნდა გავიხსენოთ, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. ეს ასევე ეხება ერთიანი საქართველოს კონცეფციას, რომელიც, ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, ფორმითა და შინაარსით სრულიად განსხვავებულ წარმონაქმნს წარმოადგენს.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ განცდილი ტანჯვისა და მსხვერპლის ხსენების გარეშე, ქართული პოლიტიკური რეჟიმების მიერ ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, საქართველოს ეკლესიის მეთაური „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედს გამოთქვამს.

სამხრეთ ოსეთში ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენი მწუხარება მოიტანა ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა საქართველოდან 1920-იან, 1989-1992 და 2008 წლებში. აშკარა ფაქტების უგულებელყოფის ფონზე მსგავსი „კეთილი ზრახვები“ სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელია” – წერს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო.

შიო III-მ რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა: 
“დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა!” – თქვა შიო III-მ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved