თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს:
„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ”
კომენტარები