საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა:
“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”.
კომენტარები