• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც კი მიფიქრია, რამდენი საათია კვირაში? 168 აღმოჩნდა. არავის სჯეროდა არც რუსეთსა და არც დასავლეთში, რომ ერთი კვირა გავძლებდით…!-უკრაინის თავდაცვის მინისტრის ემოციური მიმართვა

ალია ავტორი - ალია
12:32 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და თავგანწირული ბრძოლისთვის მადლობას უხდის.

ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც კი მიფიქრია, რამდენი საათია კვირაში? 168 აღმოჩნდა. 168 საათი, უკვე მთელი კვირაა, უკრაინა ოკუპანტებს უკუაგდებს. არავის, გააცნობიერეთ, არავის სჯეროდა არც რუსეთსა და არც დასავლეთში, რომ ერთი კვირა გავძლებდით. მხოლოდ მე და თქვენ გვჯეროდა. 24 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის 2/3 დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე, თითქმის, 90% ფიქრობს. ეს ჩვენი დამცველების გმირობის შედეგია. ეს ჩვენი პროფესიული მოქმედებების შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები ფრონტს იკავებენ, ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის”- წერს თავდაცვის მინისტრი.

ოლეკს რეზნიკოვიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება:

მინდა, ხაზგასმით გამოვყო სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მერები, რომლებიც დღეს წინა პლანზე არიან. ჩერნიხივი, სუმი, კონოტოპი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაევი ევროპის ფორპოსტებია. ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარებას ვიღებთ. მებრძოლებმა ბევრ სფეროში თავი ბრწყინვალედ გამოიჩინეს. ჩვენი საჰაერო ძალები უკვე ლეგენდები არიან. მედესანტეები, ქვეითები, არტილერია – ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან”- აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

მისივე განცხადებით, რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს:

გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. ჩვენ უნდა გავანადგუროთ მტრის კომუნიკაციები – ეს არის მეტასტაზები, რომელთა გავრცელებას ისინი ჩვენს მიწაზე ცდილობენ. რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს ჯარი აღარ არის – ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა – იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ისე გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved