• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძვირფასო მომხმარებელო, ამ თვის თქვენი ოჯახის თბილი ცხოვრება ღირს ორი გაუპატიურებული ქალი, ერთი დახვრეტილი…გმადლობთ, რომ სარგებლობთ გაზპრომის მომსახურებით”- ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
17:49 04-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშულებს სოციალურ ქსელში ამგვარად აფასებს:

„ჰოლოკოსტის მერე ბევრს ჰქონდა გასასამართლებელი – არ ვიცოდიო. გერმანიაშიც კი, არა თუ დანარჩენ მსოფლიოში, ადამიანებს ეგონათ, რომ ბანაკები, რომლებშიც ებრაელები ჰყავდათ, იყო საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, „გამაცივილურებელი“… არც ამდენი ტელევიზია იყო და არც ამდენი ინფორმაცია და მართლა არავინ იცოდა, რა ხდებოდა… არც სტალინის მსხვერპლებზე ვიცოდით… გოლოდომორი რამდენი ათწლეული სრულებით გასაიდუმლოებული ამბავი იყო და ჩვენც კი, მათმა მეზობლებმა ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა…

დღეს, როცა საშინელებებს ლაივ რეჟიმში ვუყურებთ, როცა თითქმის ყველა გარდაცვლილის, ყველა ნაწამების, ყველა დაჭრილისა და დასახიჩრებულის დათვლა შეგვიძლია… არავის გვაქვს გასასამართლებელი არც ერთ ქვეყანაში, ვერავინ ვიტყვით, – „მე მომკლეს, ბაბუაო“…

აი, სიგარეტის მავნებლობის რეკლამებივით, უნდა დახოცილების და ნაწამები ადამიანების ფოტო ედოს ყველა კომუნალური გადასახადის ქვითარს, სადაც სახლები რუსული გაზით თბება – „ძვირფასო მომხმარებელო, ამ თვის თქვენი ოჯახის თბილი ცხოვრება ღირს ორი გაუპატიურებული ქალი, ერთი ზურგზე ხელებშეკრული დახვრეტილი და ერთი ობოლი ბავშვი. გმადლობთ, რომ სარგებლობთ გაზპრომის მომსახურებით”.

თეგები: რუსუდან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved