• რეკლამა
  • კონტაქტი
07:07, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებთ – მიხეილ ცაგარელი

ალია ავტორი - ალია
17:43 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ცნობილი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი გვიყვება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი 21 დეკემბერი. ის ასევე ახალი წლის შეხვედრის რიტუალის შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას ინტერვიუში, რომელიც fortuna.ge-მ მასთან ექსკლუზიურად ჩაწერა.

რით არის აღსანიშნავი წლევანდელი 21 დეკემბერი?

მიხეილ ცაგარელი:

21 დეკემბერს ხდება მოვლენა, რომელიც 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება, იხსნება ზეციური კარიბჭე, ანუ ხდება კვანტური გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე. კაცობრიობა აქამდე გარკვეულ სიხშირეებზე ცხოვრობდა. არსებობს სიხშირეების ველი, შკალა, რომელიც იზომება და აქამდე იყო 20 ჰერცი, ბოლო პერიოდში აიწია 30 ჰერცამდე, 21 დეკემბერს კი მიაღწევს 41 ჰერცს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სხვადასხვა თვისება გარკვეულ სიხშირულ მონაცემს შეიცავს, მაგალითად, შიში – 0,2 ჰერცს, ბრაზი – 0,6-3,3-მდე, გადამეტებელი სიამაყე – 3.1 ჰერცს, დიდსულოვნება – 95 ჰერცს შეიცავს, ხოლო მადლიერება – 45-ს, თანაგრძნობის უნარი – 150-ს, სიყვარული კიდევ უფრო ზევით ადის. პოზიტიური ხასიათის შტრიხები და თვისებები მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ წარმატებულები, ადამიანები, ვისაც მართავს წყენა, სიბრაზე და შიში, ამ გადასვლას ცუდად გადაიტანენ. მართალია, სამყარო დაეხმარება, რომ ეს სიხშირე მაქსიმალურად ასწიოს, მაგრამ ყველა ამას ვერ მოერევა. პანდემიაც არ არის შემთხვევითი. სამყაროში ხდება გადატვირთვა, რომელიც დიდი ხანია დაიწყო. მისი პირველი მაჩვენებელი 2000-იანი წლებიდან ინდიგო ბავშვები შემოვიდნენ, მათ უფრო სუფთა ენერგია აქვთ. 2012 წლის 21 დეკემბერი მეორე ეტაპი იყო, რომელიც ბევრს სამყაროს დასასრული ეგონა, მაგრამ სინამდვილეში პოლუსების ენერგია გადანაწილდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა შეიცვალეს ადგილმდებარეობა, ამან გამოიწვია ბევრი სახის პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2020 წლის 21 დეკემბერს გვექნება ამისი პიკი. დედამიწას გადავყავართ სიხშირის მეუთე განზომილებაში. გადატვირთვის შემდეგ ჩვენ ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს კეთილშობილებამ, სიყვარულმა და თანაგრძნობის უნარმა. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი წაიყვანა პანდემიამ ამ ქვეყნიდან, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეს გადასვლა ვერ გადაიტანეს. 21 დეკემბერს შეიძლება ზოგიერთმა იხილოს საოცარი სიზმრები, ზოგს გაეხსნას ნათელხილვის უნარი. მთავარია, არ შეიქმნას პანიკა და მშვიდად უნდა შევხვდეთ ამ თარიღს. შესაძლოა, ზოგმა სხივური ნათება დაინახოს, რომელიც 21 დეკემბერს მოხდება. ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში და აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს თავისი განვითარებისა, ხდება ძველი მზის კვდომა და ახლის დაბადება, ამას უწოდებდნენ ნათელის გამარჯვებას ბნელზე და ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდნენ. 31 დეკემბერს არ აღნიშნავდნენ.

21 დეკემბერს ასევე ხდება ორი დიდი პლანეტის, სატურნისა და იუპიტერის შეერთება, რაც იშვიათი მოვლენაა, ერთმანეთს 20 წელიწადში ერთხელ ხვდებიან, ეს ორი პლანეტა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, საიდანაც დაიწყება კაცობრიობის განვითარების ახალი ერა. ახლა ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეხვდება მერწყულში, ტყუპებში და შემდგომ სასწორში. ჰაერის სტიქია მოდის წინა პლანზე და იწყება ახალი, 60-წლიანი სატურნისეული განვითარების ციკლი, რაც უნდა უკავშირდებოდეს დემოკრატიული საწყისების განვითარებას, თანასწორუფლებიანობას და ბევრ სასიკეთო ტენდენციას. ადამიანები ძველი გზებით ვეღარ ივლიან. ადამიანები მიდიოდნენ ბოღმის, შურის, წყენის გზით და მთავარი გახდა ფული და არა სხვა რამ.

2021 წელი რთული იქნება მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური კუთხითაც. ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს, ზოგი ელექტროფულზეც გადავა. შემდეგი წელიწადი არ არის მსუბუქი, თუმცა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2020. 2021 წლის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება და მისცემს ქვეყნებს საშუალებას, იყოს სტაბილურობა პანდემიის და სხვა კუთხით. 2022 წელს ეკონომიკური აღორძინება დაიწყება, თუმცა გადატვირთვა, რომელიც ახლა ხდება, სულიერი და მენტალური, დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება. იქნება დიდი ბრძოლა გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ახლა ცაზე შეიძლება ითქვას, დიდი დაპირისპირებაა. ბევრი უარყოფითი ენერგიაა. ბოლო ხანს ნაცრისფერ უცხოპლანეტელთა ჯგუფები მართავდნენ ჩვენს სამყაროს და ისინი იწვევდნენ ომებს, მკვლელობებს, ქურდობებსა და სხვა ნეგატივს. ახლა დადგა გადატვირთვის დრო. ახლა მოაწყდნენ ჩვენს მზის სისტემის ზონას ნათელი კოსმიური ენერგიები და იწყება სერიოზული დაპირისპირება შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება 2025 წელს. ჩვენც თუ შევუწყობთ ხელს ნათელი ენერგიის გაზრდას, კარგი იქნება.

თეგები: მიხეილ ცაგარელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved