• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძმებმა ფაჩულიებმა ნამდვილი რისხვა დაატეხეს თავს აფხაზ პროკურორებს – ვიღაც ქართველი გოგოს გამო ეს ბიჭი როგორ უნდა დაღუპოთო” – რა ხდება გალში

ალია ავტორი - ალია
19:21 08-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
955

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:

✔️ კიდევ ერთხელ, გალში მოკლული 28 წლის ნათია ბახტაძის შესახებ, ახალი დეტალები საკუთარი წყაროებიდან
სხვათა შორის, წინა სტატუსში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვივარაუდე, რომ ნათია ბახტაძის ცხედარს, რომელსაც ვითომ დიდი მონდომებით “ეძებდნენ” ვერ იპოვიდნენ, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა.
? გალის აფხაზურ პროკურატურაზე დიდი ზეწოლაა მას შემდეგ, რაც მან 28 წლის ქართველი გოგოს ნათია ბახტაძის მკვლელობის გამო, განზრახ მკველობისთვის ბრალი წაუყენა აინარ წვიჟბას, რომელიც პოლიციაში აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა.
?შეგახსენებთ, რომ ნათია ბახტაძე აინარ წვიჟბამ (მისმა ყოფილმა შეყვარებულმა) 28 ივლისს გაიტაცა და მოკლა, მისივე აღიარებით კი, ცხედარი ვარნილჰესების კასკადზე აიტანა და იქედან მდინარე ენგურში, ვარდნილჰეს-3-ის სიმაღლიდან გადააგდო.
?ამ აღიარების შემდეგ წვიჟბას ე.წ.-მა პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გალში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეების აზრი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ორად გაიყო: უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ წვიჟბა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც “ვიღაც ქართველი გოგოს გამო” ახალგაზრდა აფხაზი ბიჭის “დაღუპვას” (ანუ, ციხეში ჩასმას) ეწინააღმდეგებიან.
?ასეთთა შორის აღმოჩნდნენ გალში კარგად ცნობილი ძმები ფაჩულიები, რომლებმაც ნამდვილი რისხვა დაატეხეს თავს იმ პროკურორებს, რომლებმაც აინარ წვიჟბას ბრალი წაუყენეს და მისი დაპატიმრება მოითხოვეს.
?“ვიღაც ქართველი გოგოს გამო ეს ბიჭი როგორ უნდა დაღუპოთ?! ამისთვის პასუხს აგებთ!”, – მიმართეს მათ საჯაროდ სასამართლოს შენობიდან გამოსულ პროკურორებს, რამაც იქ მყოფ ახფაზთა ნაწილშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია.
?გალში მცხოვრებთა უმრავლესობას კი საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ნათია ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, იმის მიუხედავად, რომ სამძებრო სამუშაოებში აკვალანგისტები, ჯარი, მაშველები და გეოლოგები იყვნენ ჩართული. ,ოსახლეობის აზრით, როცა აინარ წვიჟბა დარწმუნდა, რომ ნათია ბახტაძე შემოაკვდა, ჯერ მამას (გალის პურის ფქვილის ბიზნესის მაგნატი), შემდეგ კი სიძეს (ე.წ. უშიშროების თანამშრომელი) დაურეკა და დახმარება სთხოვა, ისინიც “დაეხმარნენ”: ცხედარი გადამალეს ისე, რომ ვერავინ იპოვოს, აინარს კი ათქმევინეს, რომ ნათია შემოაკვდა, აფექტის ქვეშ მყოფმა კი ცხედარი ენგურში გადააგდო.
? ამ ვერსიის მომხრეები იმასაც ამბობენ, რომ აინარ წვიჟბას გავლენიან მამასა და სიძეს დაპატიმრებულისთვის ყალბი ცნობის გაკეთება არ გაუჭირდებათ, მას შეურაცხადად სცნობენ და ციხეში კი არა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნიან, საიდანაც დაახლოებით 1,5-2 წელიწადში გამოიყვანენ, ანუ მაშინ როცა ნათია ბახტაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვნებები უკვე ჩამცხრალი იქნება.

“ფირიდან ჩანს, რომ ძალით ჩაისვა მანქანაში გოგო… ამ გარემოში ცხედარი რა დღეში იქნებოდა, თავად წარმოიდგინეთ” – ბერულავა ნათია ბახტაძეზე

თეგები: ლაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved