აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – BBC-ის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე, 20 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა.
გამოცემის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, შორეულ მთიან რაიონებში სამაშველო სამუშაოებში დახმარება გაუწიონ, რადგან ზოგიერთ მათგანში წვდომა, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.
კომენტარები