• რეკლამა
  • კონტაქტი
01:00, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ – ანდრია ჯაღმაიძე თამაზ გინტურზე

ალია ავტორი - ალია
17:15 11-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი – ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თამაზ გინტურის მსგავს ადამიანებს ვერ გავუფრთხილდით.

„ჩვენ ასეთ ხალხს ვერ გავუფრთხილდით. ეს არის იმ ბევრი გულანთებული ადამიანისგან ერთ-ერთი, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაუფიქრებელი ნაბიჯი ლომისის ეკლესიაში შესვლა, ჯაღმაიძე აღნიშნავს: „არა, მე ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ისე ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მართვა შემდეგ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს“.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი მსგავსი ტრაგედია მოჰყვა.

„ეს არის დიდი ტკივილი, ტრაგედია. საქართველოს ტერიტორიების უსამართლოდ ოკუპაციას, არაერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცური გული, ასეთი ვაჟკაცი ამას იოლად ვერ აიტანს. ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო იყოს. ყველას ვუსამძიმრებ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ საგანგაშოა ეკლესიების ოკუპაცია და სადაც შეუძლიათ ცდილობენ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა შეინარჩუნონ მსახურება და ტაძრების მოვლა-პატრონობა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved