თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთულია, გუშინ, რუსეთში განვითარებული მოვლენების შეფასება.
კალაძის თქმით, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან ბევრი არასწორი მოსაზრება გავრცელდა.
„ძალიან რთულია შეფასება, რა იხარშებოდა გუშინ კრემლში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და კონკრეტული ე.წ. ექსპერტების მხრიდან. რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები