• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ! – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
15:24 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„სიმართლე პანდემიაზე

ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით, კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არა სრულფასოვნად.

წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო! ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ… კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- ” ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!” .. ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- “სტალინი რომ ყოფილიყო”-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს! მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: მეფიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი!! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება. ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!მაგრამ რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! “კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!!” არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს- თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- “დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ”, საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. “რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?”- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი. იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს!! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა??ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა..“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved