• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან მიჭირს… 67 წლის ვარ და გამოდის, რომ მეუღლესთან 60 წელი სიყვარული მაკავშირებდა“ – ნანუკა ჟორჟოლიანის მამა

ალია ავტორი - ალია
17:38 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანმა, საავტორო გადაცემაში „სხვა ნანუკა“, დედის გარდაცვალებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დეპრესიის სიმპტომები ჰქონდა, უჭირდა ამოსუნთქვა, არ უნდოდა სახლიდან გასვლა… მას 2 წელი დეპრესიაზე მკურნალობდნენ: „ნუ გამოიწერთ ჩანთას ან სხვა რამეს და აუცილებლად ჩაიტარეთ გამოკვლევები… ნუ დაიჯერებთ, რომ სიმსივნე დიაგნოზი არ არის. სიმსივნე დიაგნოზია და შეიძლება ცუდად დამთავრდეს, თუ დააგვიანებთ. მიდით ქართველ ექიმებთან, ჩაიტარეთ გამოკვლევები,“ – ასე მიმართა ნანუკამ თავის მაყურებელს და გადაცემა მამასთან ინტერვიუთი გააგრძელა.

– შენი ამბავი მინდა, რომ მომიყვე. რა გიჭირს ყველაზე მეტად ამ რეალობაში.

-დროსთან ერთად ტკივილი გადისო, არ არის ასე. დროთა განმავლობაში უბრალოდ აზრობრივად შეგუება ხდება რეალობასთან… ამ სიცარიელეს ვერავინ შეავსებს.

დედაც გარდამეცვალა, მამაც, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების ტკივილი სულ სხვა ტკივილია. ძალიან მიჭირს… მესამე კლასიდან მომეწონა, შემიყვარდა. ახლა 67 წლის ვარ და გამოდის, რომ 60 წელი სიყვარული და ურთიერთობა მაკავშირებდა…

– ის დიაგნოზი ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ბრძოლაც ვერ მოვასწარით… რა ეტაპებს გადიოდი?

-იანვარში გავიგეთ ეს ამბავი. უცებ გადავფრინდით თურქეთში. იქ პირდაპირ მითხრეს ის დრო, რა დროც ჰქონდა მას დარჩენილი.

-შენ ასე გითხრეს? მე არ ვიცოდი ამის შესახებ

-თქვენთვის რატომ უნდა მეთქვა. ნერვიულობის მეტს რას მოგიტანდათ.

-იქნებ სხვანაიარად დაგვეგეგმა ყველაფერი.

-ჩვენ რაც დავგეგმეთ და რასაც ვაკეთებდით, იგივე ამერიკიდან წამლების გამოწერა, მარიამის ღეროვანი უჯრედის გადანერგვა… მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ თქვენთვის, შვილებისთვის, გარშემომყოფებისთვის და განსაკუთრებით მისთვის… არ მინდოდა, რომ იმედი დაეკარგა. ერთადერთი დიდი, რაც გავუკეთეთ, ის იყო, რომ აპარატზე შევაერთეთ და ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ფილტვების სიმსივნით ავადმყოფები გადიან სიკვიდლის დროს, როცა ჰაერის უკმარისობით კვდებიან, ეს თავიდან ავაცილეთ.

-ონკოპაციენტების ოჯახებს რას ურჩევდი?

-ბოლომდე იმედი არ დაუკარგონ პაციენტს. დარეჯანს სულ სჯეროდა, რომ გადარჩებოდა… იბრძოლონ ბოლომდე, როგორც ჩვენ ვიბრძოლეთ, იქნებ ვიღაცისთვის ბრძოლამ გაჭრას. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენზე არ გაჭრა…

„სარკენიუსი“

თეგები: ნანუკა ჟორჟოლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved