• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, როგორ ებრძვიან მამულს, ენასა და სარწმუნოებას – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
23:08 02-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო ლაკონურად, სამი სიტყვით გამოხატა – მამული, ენა, სარწმუნოება.

ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, თუ როგორ ებრძვიან კონკრეტული ძალები, ჩვენივე თანამემამულეები ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტობის ამ სამ მთავარ საყრდენს, ზუსტად ისევე, როგორც გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ბოლშევიკები, პროგრესულობის ყალბი სარჩულით, ებრძოდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას.

თანამედროვეობის ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებმაც გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული კუთხე, ასხვისებდნენ დავით გარეჯს, დღეს კი ამ ყველაფრის თანამონაწილეობაში ბრალდებულებს გმირებადაც კი რაცხავენ. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ ქართულ ენას და ამკვიდრებენ ბილწსიტყვაობას, როგორც ამ შეურაცხყოფის ყველაზე მძიმე ფორმას. თანამედროვე ბოლშევიკები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკადრებელი შინაარსითა და ფორმით მტრობენ და შეურაცხყოფენ დედა ეკლესიას და მის წინამძღოლს.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ ბოლშევიკები საუკუნის წინ ამ ყველაფერს, ძირითადად, თოფითა და უროთი აკეთებდნენ, მამულის, ენისა და სარწმუნოების წინააღმდეგ თანამედროვე ბოლშევიკების მთავარი იარაღი სიტყვაა – შეურაცხყოფითა და სიცრუით გაჯერებული სიტყვა.

მძიმედ შემაშფოთებელი გუშინდელი ცნობილი ეთერი სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასა და მის კუთვნილ მედიასაშუალებას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრობის საქმეში ასეთი მძიმე ფორმით არის ჩართული, ქართველი ხალხი საკადრისად შეაფასებს.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლეს უამრავ შიდა თუ გარე მტერს, მათ შორის ცარიზმსა და ბოლშევიზმს და ცხადია, რომ თანამედროვე ხელმოცარული ნეობოლშევიკები მათ ვერაფერს დააკლებენ. სახელმწიფოსა და ეკლესიის ძლიერების სადარაჯოზე იდგება ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, როგორც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის გარანტი.”

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved