• რეკლამა
  • კონტაქტი
16:11, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან გთხოვთ, სანამ რუსეთუმეებისა და სამშობლოს მოღალატეების სიაში ჩამრიცხავდეთ, მათქმევინეთ…”- საბჭოთა საჰაერო-სადესანტო არმიის ყოფილი ოფიცერი, ქორიძე

ალია ავტორი - ალია
18:46 03-19-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,629

ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე, უკრაინაში მიმდინარე ომში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება:

“უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე მეომარი დაიღუპაო…

ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და გულწრფელად თანავუგრძნობ მათ ახლობლებს.

მძიმე, ძალიან მძიმე გასახსენებელია, მაგრამ, მოდი, ერთი წამით ჩვენს ტანჯულ ისტორიაში გადავიხედოთ:

ჩვენ, ქართველები, ვიბრძოდით (და ვიღუპებოდით!) სპარსების მხარეს და სპარსების წინააღმდეგ;

მონღოლების მხარეს და მონღოლების წინააღმდეგ;

მამლუქების მხარეს და მამლუქების წინააღმდეგ;

ოსმალოს მხარეს და ოსმალოს წინააღმდეგ;

არაბების მხარეს და არაბების წინააღმდეგ;

გერმანული ნაციზმის მხარეს და გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ…

არაფერს ვამბობ გაუთავებელ შინაომებზე.

ვიბრძოდით და ვიღუპებოდით.

ჩვენ, ქართველები, ჩვენი ხანგრძლივი, საინტერესო და გმირული ისტორიის განმავლობაში ვიბრძოდით და ვიღუპებოდით სამშობლოს დასაცავად და… ჩვენი მოსისხლე მტრების ინტერესების დასაცავად!

ძალიან გთხოვთ, სანამ რუსეთუმეებისა და სამშობლოს მოღალატეების სიაში ჩამრიცხავდეთ, მათქმევინეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს – ომი, გაჭირვება, ღალატი, უვიცობა, შიმშილი, ერთადერთი ვაჟიშვილის ყოვლად მოულოდნელი დაკარგვის ენით უთქმელი სიმწარეც… არ მინდა, ყველაფერმა ამან ჩემი თანამემამულეების თავზეც გადაიაროს.

როგორც საბჭოთა საჰაერო-სადესანტო არმიის ყოფილმა ოფიცერმა, დაახლოებით ისიც ვიცი, რას წარმოადგენს რუსული არმია – სისასტიკის და დაუნდობლობის განსახიერება.

ჩვენ, სამმილიონიანი ღარიბი ქვეყანა, რომელიმე მხარის გვერდზე დგომით ვერავითარ, თუნდაც სიმბოლურ, გავლენას ვერ მოვახდენთ მსოფლიო მონსტრების ომზე.

სამაგიეროდ, არსებობს ამ ომში ჩვენი  ჩათრევის რეალური საფრთხე და საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობის საშიშროება. 

ნუ გავწირავთ ჩვენ შვილებს სხვის ომში უსახელოდ და უაზროდ დასაღუპავად.

ჩვენ არ გვაქვს ამგვარი „ფუფუნების“ უფლება.

მოდი, გავუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს –  ჩვენს იმედს და ხვალინდელ დღეს.

მით უფრო, როცა ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების, შვილიშვილების სიცოცხლე,  შესაძლოა, ხვალ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს დასაცავად დაგვჭირდეს“, – აცხადებს ქორიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved