ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ამ ფაქტს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გამოეხმაურა. მან მომხდარი თვითნებურ სარემონტო სამუშაოებსა და უნებართვო მშენებლობას დაუკავშირა.
„ძალიან ბევრი ადამიანი ანგრევს რემონტის დროს საყრდენ კედლებს… ასე ჰგონიათ რომ არაფერი მოხდება.
ამის ძალიან მეშინია, რადგან ისტორიულად არ შეიძლება ასეთი კედლების დანგრევა და ყველამ ეს იცის, მაგრამ მაინც აკეთებენ… მგონია ეგ იქნება მიზეზი… მთავარია მსხვერპლი არ იყოს ,“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
კომენტარები