ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება, ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
,, ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო.
⭕️ დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი – თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ – თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში – ოპერაციული ჩარევა).
ჩემთვის ძალიან რთულია, ვინმე შევაწუხო, ამიტომ, თუ გაქვთ ქველმოქმედებისთვის გათვალისწინებული თანხა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეწიეთ ❤️
ისე, ვინც იცით, ხომ ამდენი კრიზისი გამოვიარე დღემდე და ყველაზე რთული ყოფილა, როცა ამგვარი განსაცდელისას, და-ძმა და მეუღლე არ გყავს და იმედად მხოლოდ 29 წლის შვილი და დედის ლოცვა გეგულება.
#GE08TB7086845064300018
#GE23BG0000000161762834”
კომენტარები