ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,პრაიმერის იდეა ჩემთვის საინტერესოა ერთი კონკრეტული ასპექტით – პოლიტიკური პირების ამბიციებში პოლიტიკური წონასწორობის თეორიული ასპექტით. ამან შესაძლოა შექმნას თეორიული წინაპირობები პოლიტიკურ პენსიაში ზოგიერთი სუბიექტის წასასვლელად.
სხვა მხრივ, პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს პრაქტიკულად სრული კრიზისი და პრაიმერის მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარების შემთხვევაშიც კი მაინც შეუმდგარს დატოვებს პოლიტიკურ სუბიექტებს.
პოლიტიკურ ჯგუფებს სჭირდებათ სრული განახლება, სხვა შემთხვევაში ისინი მმართველ პარტიას უფრო შეუქმნიან მდგრადობას.
ძალაუფლების შესაცვლელად ჯერ ალტერნატივები უნდა შეიცვალოს ანუ ოპოზიცია.”
კომენტარები