• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძაღლის რომელი ჯიშების მოშენებაზე დააწესა მთავრობამ 3-წლიანი მორატორიუმი? – ვადები და წესები

ალია ავტორი - ალია
15:11 03-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,189

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში სამი წლის ვადით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება. დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილება 2026 წლის 27 თებერვალს გამოიცა და 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მორატორიუმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 10,000 ლარის ჯარიმა კანონდამრღვევი პირებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მორატორიუმი ვრცელდება როგორც პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ძაღლებზე, ასევე სხვა კონკრეტულ ჯიშებზე, რომლებიც, მთავრობის შეფასებით, ჰიპერპოპულაციის თვალსაზრისით დამატებით რეგულირებას საჭიროებს.

მომეტებული რისკის მქონე ჯიშებად დადგენილებაში ჩამოთვლილია:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი
  • ფილა ბრაზილეირო
  • სტაფორდშირის ტერიერი
  • არგენტინული დოგი
  • ტოსა ინუ
  • კანე კორსო
  • სტაფორდშირ ბულ ტერიერი

ასევე, მორატორიუმი შეეხება სხვა ჯიშის ძაღლებს, კერძოდ:

  • ჰასკი
  • მალამუტი
  • ლაიკა

დადგენილების თანახმად, სამი წლის განმავლობაში აღნიშნული ჯიშების ძაღლების მოშენება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება. მორატორიუმის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვა და შესაბამისი რისკების შემცირება. (ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved