თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
„მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია. ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს აღნიშნულ საკითხს და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა, რეალურად ვინ – რომელი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც სიცრუის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.
…
მძიმე ფაქტებზე იყო საუბარი, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, თუმცა ამის არანაირი ფაქტი, ერთი კონკრეტული შემთხვევა არავის წარმოუდგენია. შესაბამისად, მსგავსი ინფორმაცია მიზანმიმართული ტყუილია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.














კომენტარები