• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დროა ალბათ ოპოზიცია შეეშვას ამ ქვეყანაში განუხორციელებელი რევოლუციური მოლოდინების შექმნას” – ზვიად კორძაძე

ალია ავტორი - ალია
04:17 11-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,554

იურისტი ზვიად კორძაძე:

,,არასწორი მოლოდინების შექმნა, არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევაა.

არადა ოპოზიციას, რომ აეხსნა მხარდამჭერებისთვის, რომ პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებამდე პერიოდში და ჩატარების დღეს მთავარი მიზანი იყო ლეგიტიმაციის მაქსიმალურად ეჭვქვეშ დაყენება და არა ფიზიკურად პარლამენტის შეკრებისთვის ხელშეშლა ( არარეალური და მიუღწეველი
მოცემულობა თუ მართლა 100 000 ადამიანი არ დგას ქუჩაში)
დღეს ოპოზიციას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მიზანი მიღწეულია.

პრეზიდენტის მიერ სხდომის არდანიშვნით საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებით და პასუხის არდალოდებით, არცერთი ოპოზიციური პარტიის სხდომაზე არ მისვლით, დიპლომატიური კორპუსის არ დაპატიჟებით, თვით გამოძიების დაწყების ფაქტით, ლეგიტიმაციას შეექმნა მაქსიმალური პრობლემა, რაც კი შეიძლება ამ ეტაპზე შექმნილიყო.

შესაბამისად ეს ეტაპი წარმატებულად და დასრულებულად უნდა გამოცხადებულიყო. ( ახლა ამის საპირისპიროს გვაქვს ნიჰილიზმი, რომელიც გამოწვეული არარეალური მოლოდინების გაცრუებით)

მეორე ეტაპი არის უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა, რადგან ლეგიტიმაციას აქვს არა მარტო შიდა მოხმარება. და თუ გარე სამყარომ ცნო პარლამენტის ლეგიტიმაცია, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რას ჩახსნი და სად შეხვალ ან არ შეხვალ. აქაც ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ის არაა გადაწყვეტილების მიმღები ამ ეტაპზე, მაგრამ განმარტოს რას და ვისთან აკეთებს.

მესამე ეტაპი დამოკიდებულია მეორის შედეგებზე. თუ ლეგიტიმაცია საგარეო არენაზე არ დადგა ეჭვქვეშ, ოპოზიციას რჩება ერთადერთი კოზირი : პარლამენტში შესვლა-არშესვლა, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანზე უნდა გაცვალოს, მაგალითად რუსული კანონის გაუქმებაზე, ცვლილებებზე საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ გამოირიცხოს ის რაც არჩევნებზე მოხდა და ა.შ ეს არაპოპულარული ნაწილი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ამ კოზირს ბოლომდე ინარჩუნებ და არ გადასცემ ხელისუფლებას , როცა წინასწარ უწერ უფლებამოსილების შეწყვეტას იმ პარლამენტს, რომელსაც არ აღიარებ.

დროა ალბათ ოპოზიცია შეეშვას ამ ქვეყანაში განუხორციელებელი რევოლუციური მოლოდინების შექმნას, თორემ ეს იწვევს გულწრფელი, ანთებული და თავდადებული ადამიანების უზარმაზარ იმედგაცრუებას, რაც ძალიან მტკივნეულად იგრძნობა ახლა ამ ვირტუალურ სივრცეში.

მოხერხება უნდა წარმატების, თუნდაც მცირეს, წარუმატებლობად გადაქცევას.”

თეგები: ზვიად კორძაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved